თემა: სახელმწიფო კარგი მმართველობა იქაა, სადაც მოქალაქენი მსაჯულებს ექვემდებარებიან, მსაჯულნი კი - კანონს. link
თემა: სახელმწიფო ხელმწიფის ძალა ღვთისადმი ერთგულებაშია, სახელმწიფოს ძალა კი - თავისი მეფისადმი ერთგულებაში. link
თემა: სახელმწიფო უთანხმოების გამო საზოგადოება ირღვევა: ბოროტ სულთა სამეფოშიც კი გარკვეული დაქვემდებარება არსებობს. link
თემა: სახელმწიფო დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეუფოს მოპოვებაში დაეხმარება. link
თემა: სახელმწიფო საზოგადოების გამოსწორების საუკეთესო საშუალება მისი თითოეული წევრის მიერ საკუთარი თავის გამოსწორებაა. link
თემა: სახელმწიფო სახელმწიფოს პატივი და დიდება ხელმწიფის პატივი და დიდებაა. ქვეშევრდომებზე ზრუნვით იგი საკუთარ თავზე ზრუნავს. link
თემა: სახელმწიფო ისინი, ვინც საკუთარ ცხოვრებას ზეცაში იწყობენ, მიწაზე უკეთესი მოღვაწეები და საზოგადოების უკეთესი წევრები არიან. link
თემა: სახელმწიფო მეფისა და ხალხის ერთიანობა ჭეშმარიტ რწმენაში არის ცხოველსმყოფელი წყარო მათი სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და ძალისა. link